ჯვარისის საჯარო სკოლის მე-3 კლასში ქართული ენისა და ბუნებათმცოდნეობის ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
20-11-2023

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებისა და მრავალმხრივ განვითარების მიზნით, საინტერესო, მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, მე-3 კლასში, ქართული ენისა და ბუნებათმცოდნეობის ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა.

გაკვეთილს ხელმძღვანელობდნენ დაწყებითი კლასების, ქართული ენის პედაგოგი შორენა გიორგაძე და ბუნებათმცოდნეობის მასწავლებელი მადონა ჩხიკვაძე.

მესამეკლასელები გაკვეთილზე ერთ-ერთი საინტერესო ფრინველის, ბუს შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გაეცნენ. მათ ლიტერატურული ნაწარმოები „კეთილი ბებერი ბუები“ წაიკითხეს, რის შემდგომაც რეალურ და მხატვრულ ფრინველებს  შორის მსგავსება–განსხვავებებზე იმსჯელეს.

მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში დიდი ენთუზიაზმითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეებს სასწავლო პროცესს უმრავალფეროვნებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203