„ჩვენ არ ვუწესებთ განსაკუთრებულ დღეს - მეგობრობას, სიყვარულსა და სიკეთეს“ - ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში ტოლერანტობის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
20-11-2023

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში, პედაგოგები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით დიდ ყურადღებას უთმობენ.

სწორედ ამიტომ, სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.

„ჩვენ არ ვუწესებთ განსაკუთრებულ დღეს - მეგობრობას, სიყვარულსა და სიკეთეს, ჩვენ ტოლერანტები ვართ. ჩემმა პატარებმა დიდი სიყვარული გაუგზავნეს თანატოლებს მთელს მსოფლიოში“, - გვიყვებიან სკოლაში.

ბავშვებმა, ამ დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს. მათ აღნიშნეს, რომ ყველა ადამიანი თანასწორუფლებიანია.

მოსწავლეებმა ასევე ნახეს ანიმაციური ფილმი - „ზღარბი“ და მის გარშემო ტოლერანტობის თემა განიხილეს.

„სიყვარულით სავსე პაწია გულები სიყვარულს აფრქვევენ ყველგან“, - აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 16 ნოემბერს 1995 წლიდან UNESCO-ს ინიციატივით აღინიშნება და მისი მიზანი არატოლერანტობისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203