ანდეზიტის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება ჩატარდა 
20-11-2023

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას მოსწავლეებში და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ,  სხვადასხვა სპორტული შეჯიბრი თუ აქტივობა იმართება და მოსწავლეებიც დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლაში, სპორტის გაკვეთილზე პედაგოგ თეონა ჩუბინიძის ხელმძღვანელობით, „მხიარული სტარტები“ ჩატარდა, რომელშიც I, II, III და IV კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

შეჯიბრებაზე ბავშვებმა სპორტული შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს. არსანიშნავია, რომ ეს დღე მოსწავლეთათვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203