„სკოლა ჩემი ოჯახია“ - საინტერესო პროექტი ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლაში
20-11-2023
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს - საგნობრივი ცოდნის მიღების პარალელურად, მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა შემეცნებით ღონისძიებაში და სასკოლო პროეტებსაც წარმატებით ახორციელებენ. 

ამჯერად, სასკოლო პროექტი - „სკოლა ჩემი ოჯახია“ ჩატარდა, რომელიც სასკოლო საზოგადოებას მე-11 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - ვერა გოგიას ორგანიზებით, წარუდგინეს. 

პროექტის მიმდინარეობაში სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები ხალისით ჩაერთნენ. შედეგად, სკოლაში მეგობრული და ოჯახური გარემო შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ სასკოლო სივრცეს შემოდგომის ნობათი და ყვითელი ფოთლები ამშვენებდა.

„მათ შექმნეს ძალიან მზრუნველი, თბილი, ტკბილი და ბარაქიანი ოჯახური გარემო“,- ასე აფასებენ მოსწავლეთა პროექტს ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლაში.. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203