„ჩვენ ვირჩევთ ტოლერანტობას“ - ბროლოსნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
20-11-2023
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროლოსნის საჯარო სკოლაში მოსწავლეები, პროფესიონალი პედაგოგების დახმარებით, არა მხოლოდ საფუძვლიან ცოდნას იღებენ, არამედ ისეთ უნარებს ივითარებენ, რომლებიც მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ყველა ადამიანს უნდა გააჩნდეს. ბავშვები სწავლობენ მეგობრობას, ურთიერთპატივისცემას, ემპათიასა და ტოლერანტობას...
სწორედ ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა სასკოლო აქტივობაც, რომელიცმოსწავლეებმა ისტორიის პედაგოგის, რუსუდან მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით გამართეს.
ბავშვებმა მოიძიეს საჭირო ინფორმაცია, დაახარისხეს და თემატური პოსტერიც დაამზადეს. გარდა ამისა, ტოლერანტობის მნიშვნელობას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვეს და საკუთარი აზრიც მკაფიოდ დააფიქსირეს.
„ჩვენ ვირჩევთ ტოლერანტობას. ყველას მოექეცი ისე, როგორც გინდა, რომ შენ მოგექცნენ“ - ეს იყო მოსწავლეთა მთავარი გზავნილი საზოგადოებას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს