„ერთი დღე მუზეუმში“ - ბროლოსნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალციხის ისტორიის მუზეუმსა და ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში იმყოფებოდნენ
20-11-2023
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროლოსნის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეთა განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებულ აქტივობებს ხშირად ახორციელებენ. 

ამჯერად, ისტორიის მასწავლებელმა მაია ნოზაძემ და ხელოვნების მასწავლებელმა ინგა გუდაძემ საგანმანათლებლო, სასწავლო-შემეცნებითი პროექტი - „ერთი დღე მუზეუმში“ დაგეგმეს, რომელშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ და უამრავი საინტერესო ფაქტის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, VI, VII და VIII კლასის მოსწავლეები ახალციხის ისტორიის მუზეუმსა და ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში იმყოფებოდნენ. მათ სამუზეუმო ექსპონატები დაათვალიერეს, სამუზეუმო სივრცეს გაეცნენ, დრო საინტერესოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203