ზედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ქეთევან სილაგავამ და გიორგი სურმავამ „ეტალონის“ ოქროს სიგელები დაიმსახურეს
ნოშრევან ჯიშკარიანის სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
VIII კლასის მოსწავლე ქეთევან სილაგავა და X კლასის მოსწავლე გიორგი სურმავა კონკურსში მონდომებით ჩაერთნენ, პირველი ეტაპი წარმატებით გადალახეს და „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ ოქროს სიგელები დაიმსახურეს.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონი“, ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები: