„შემოდგომა ჩემს დიდ მამულში“ - სამიქაოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი ღონისძიება
17-11-2023

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოს საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარების მიზნით, პედაგოგები მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს ატარებენ.

ამჯერად, სკოლაში, საშემოდგომო ღონისძიება - „შემოდგომა ჩემს დიდ მამულში“ ჩატარდა. 

აღნიშნულ დღეს, მოსწავლეები სხვადასხვა სახალისო აქტივობაში დიდი მონდომებითა და ხალისით მონაწილეობდნენ. მათ შემოდგომაზე ლექსები წაიკითხეს, „შემოდგომის კუთხე“ მოაწყვეს, ჩურჩხელები ამოავლეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

ეს დღე დასამახსოვრებელი და საინტერესო იყო თითოეული მოსწავლისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203