ახალქალაქის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვით ღონისძიებაზე ზღაპრის გმირები „გააცოცხლეს“
17-11-2023

ახალქალაქის N2 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიებები და აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლაში, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის მე-2 კლასელებმა დამრიგებლის კარინე ტაშჩიანის ხელმძღვანელობით, სახალისო ღონისძიება ჩაატარეს.​

მოსწავლეები მაყურებლის წინაშე ლამაზ სამოსში გამოწყობილნი წარდგნენ და სცენაზე ზღაპრის გმირები „გააცოცხლეს“.

ბავშვებმა შემოქმედებითი, მხატვრული უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტეს.

ეს დღე დასამახსოვრებელი და საინტერესო იყო როგორც მოსწავლეთა, ასევე დამსწრე საზოგადოებისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203