ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქალაქო სპორტულ ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობენ
17-11-2023

ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქალაქო სპორტულ ოლიმპიადაში საბრძოლო შემართებით ჩაერთნენ და წარმატებითაც იასპარეზეს. 

აღსანიშნავია, რომ დაიწყო ბათუმში სკოლებს შორის სპორტული ოლიმპიადა, სადაც ბათუმის N8 საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდები მონაწილეობენ. 

ოლიმპიადაზე, ვაჟთა გუნდი მეოთხედ ფინალშია, მათ დაამარცხეს ბათუმის N1 საჯარო სკოლის გუნდი ანგარიშით - 4:1. 

ვაჟთა გუნდს არც გოგონათა გუნდი ჩამოუვარდა და მათაც, მოიპოვეს მეოთხედ ფინალში თამაშის უფლება. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ, განსაკუთრებით გახარებული კი მათი, პედაგოგი - თინათინ ბოლქვაძეა. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203