
მარნეულის N6 საჯარო სკოლას არაერთი ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე ჰყავს, რომლებიც სხვადსხვა საგანმანათლებლო კონკურსში წარმატებით ასპარეზობენ.
მათ შორისაა მე-10ბ კლასის მოსწავლე სელენა დანაგრანოვა, რომელმაც საგანმანათლებლო პროექტში - „დიდგორელი“, III ადგილი დაიკავა.
სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და მას წინსვლას უსურვებენ.
„ვულოცავთ სელენას და მის პედაგოგს - ნანი ბაკურაძეს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: