„პოეტურ ესთეტიკაში დანახული კულტურული მრავალფეროვნება“ - შთამბეჭდავი საღამო მარნეულის N6 საჯარო სკოლაში
17-11-2023

მარნეულის N6 საჯარო სკოლაში, პროექტებით სწავლებასა და მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული საგაკვეთილო პროცესის წარმართვას დიდი ყურადღება ეთმობა. 

ახლახან, პროექტის - „კულტურული მრავალფეროვნება“ ფარგლებში, ქართული ენის კათედრამ პოეზიის საღამო გამართა. 

შთამბეჭდავი შეხვედრა, სახელწოდებით - „პოეტურ ესთეტიკაში დანახული კულტურული მრავალფეროვნება“, საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. 

მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და კულტურული მრავალფეროვნება პოეტურ ესთეტიკაში გამოსახეს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203