
მარნეულის N5 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ირმა კალანდაძე და ბიოლოგიის მასწავლებელი ნათია მეტრეველი, STEAM ვორკშოპზე დასასწრებად თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში მიიწვიეს.
ვორკშოპს, მსოფლიო ბანკის (IBRD) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის - „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q (IBRD)“ ზოგადი განათლების კომპონენტის ფარგლებში, საერთაშორისო კონსორციუმი (IBF International Consulting S.A) ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, სკოლას გადაეცა მნიშვნელოვანი S.T.E.A.M მოწყობილობები და რესურსები, რომელებიც როგორც გვიყვებიან, სკოლისთვის მნიშვნელოვანი შენაძენია. მას სასკოლო საზოგადოება STEAM ლაბორატორიაში და კლუბში გამოიყენებს.
„დიდი მადლობა მონაწილეებს ამ აქტივობისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავს აქტივობებსა და პროექტებში პედაგოგები დიდი მონდომებით მონაწილეობენ.
იხილეთ ფოტოები: