მარნეულის N5 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ მურადასილოვა საგანმანათლებლო პროექტის გამარჯვებულია
17-11-2023

მარნეულის N5 საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული და წარჩინებული მოსწავლე ჰყავს, რომლებიც სხვადსხვა საგანმანათლებლო პროექტებსა თუ კონკურსებში აქტიურად ერთვებიან. 

16 ნოემბერს, საგანმანათლებლო პროექტის - „დიდგორელი“, ფინალი გაიმართა, სადაც მარნეულის N5 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე მარიამ მურადასილოვამ გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის N5 საჯარო სკოლა „დიდგორელის“, გამარჯვებული უკვე მეორედ გახდა.

სკოლაში, ამ დიდ გამარჯვებას, როგორც მარიამს, ასევე სასკოლო საზოგადოებას და განსაკუთრებით მის ხელმძღვანელს - ნონა დევაძეს ულოცავენ და მიღწეული შედეგით ამაყობენ. 

„მარიამ, ჩვენ ყველა ვამაყობთ შენით“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203