ხარაგაულის N2 საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე საინტერესო თემატური აქტივობებით აღინიშნა
17-11-2023
ხარაგაულის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ამასთან დაკავშირებით, მოსწავლეთა თვითმართველობის ორგანიზებით, მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართა.

გამოცხადდა შემდეგი სასკოლო კონკურსები:

1. ესე ტოლერანტობის თემაზე (VII-XII კლასი);
2. ნახატების კონკურსი - „ჩემი თვალით დანახული ტოლერანტობა“ (V-XII კლასი). 

გარდა ამისა, ცნობიერების ამაღლების მიზნით, დაწყებით კლასებში პრეზენტაციები ჩატარდა, გაიმართა თემატური ანიმაციური ფილმის ჩვენება და დისკუსია მოეწყო. 

მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერები და ბუკლეტები, რომლებიც სასკოლო თემში გავრცელდა. როგორც სკოლაში ამბობენ, მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული სასკოლო კონფერენცია, სადაც მომხსენებლებმა კიდევ ერთხელ, არგუმენტირებულად დაასაბუთეს ტოლერანტობის არსი და მნიშვნელობა საზოგადოების განვითარების პროცესში.

პროექტს აქტიურად ხელმძღვანელობდა სკოლის თვითმართველობის თავჯდომარე - თამარ ხარატიშვილი. პროექტის განხორცილებაში მასწავლებლები: თეა ტალახაძე, თამარ მაღლაფერიძე, მადონა ულუმბელაშვილი მონაწილეობდნენ. 

კვირეულმა საინტერესოდ და წარმატებით ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203