
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლაში, პოეზიის მეფის გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის X, XI და XII კლასის მოსწავლეებმა, რომელთა დამრიგებლები, ქართული ენის და პედაგოგები: მაია ქვლივიძე, მაია ბორაშვილი არიან, მხატვრული აქტივობები ჩაატარეს.
აღნიშნულ დღეს, მათ ასევე მოაწყეს ნახატების გამოფენა, მოსწავლეებმა: გიორგი ოზგელდაშვილმა და ლიზი ტაბატაძემ კი პოეტის გამორჩეული ლექსები წაიკითხეს.
როგორც პედაგოგი მაია დიდებულიძე გვიყვება, ბავშვებმა, პედაგოგებთან ერთად, გალაკტიონის ბიოგრაფიასა და მისი შემოქმედებაზე ისაუბრეს და წაიკითხეს საყვარელი ლექსები.
აღნიშნულ აქტივობებში ისინი დიდი მონდომებითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: