ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის თეთრაწყაროს კორპუსში გალაკტიონ ტაბიძის 132-ე დაბადების დღე აღინიშნა
17-11-2023
ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის თეთრაწყაროს კორპუსში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული.
ამჯერად, სკოლაში ისეთი მნიშვნელოვანი თარიღი აღინიშნა, როგორც გალაკტიონ ტაბიძის 132-ე დაბადების დღეა. პედაგოგებმა - გულო მაქაძემ, ია დეკანოსიძემ და მოსწავლე - ლიზი ვეფხვაძემ, დიდი პოეტის შემოქმედება გაიხსენეს და სიღრმისეულად შეისწავლეს, გაეცნენ ბიოგრაფიას და ააწყვეს პოსტერი.
შემდეგ მოსწავლემ პრეზენტაცია მოაწყო. მან შესაძლებლობები გამოავლინა, საინტერესოდ იასუბრა, ცოდნა გაიღრმავა და დრო სასიამოვნოდ გაატარა.