ბათუმის N13 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხალთას ხეობას სასწავლო-შემეცნებითი ტურით ესტუმრნენ
17-11-2023

ბათუმის N13 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით, საინტერესო ადგილებს სტუმრობენ.

ამჯერად, აჭარის განათლების სამინისტროსა და ბათუმის მერიის ორგანიზებით, სკოლის მოსწავლეები ხულოს მუნიციპალიტეტში, სხალთას ხეობაში იმყოფებოდნენ.

მოსწავლეებმა შემოდგომის ფერებში შემოსილი ხულო, XII საუკუნის სხალთის მონასტერი მოინახულეს.

„განუზომელია შერიფ ხიმშიაშვილის ღვაწლი აჭარის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში, რომლის სახლ-მუზეუმში ვიმყოფებოდით“, - გვიყვებიან სკოლაში.

გასვლითი ტური შემეცნებითი ხასიათის იყო, სადაც მოსწავლე-მასწავლებლებს გიდებმამეკლდეურთა ფედერაციის წარმომადგენლებმა სხვადასხვა ინფორმაცია მიაწოდეს.

„მათ კიდევ უფრო საინტერესო გახადეს აღნიშნული დღე. დიდი მადლობა თითოეულ მათგანს გაწეული შრომისა და მოსწავლეებზე ზრუნვისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ცოდნას უმაღლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203