
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას დიდი ყურადღებას აქცევენ და მათ საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში ღონისძიება „ოქროსფერი შემოდგომა“ ჩატარდა, რომელშიც დაწყებითი კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ.
ღონისძიებაზე ბავშვებმა იცეკვეს, იმღერეს, სხვადასხვა ცეკვა შეასრულეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
ეს დღე ერთ-ერთი დაუვიწყარი და ემოციებით აღსავსე იყო მოსწავლეთათვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს და მათ საჭირო უნარებს სძენს.
იხილეთ ფოტოები: