
ბათუმის N30 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვის მიზნით, საინტერესო გაკვეთილებს ატარებენ.
ამჯერად, სკოლის V ბ კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება თემაზე - „კომპიუტერის ძირითადი და დამატებითი ნაწილები“ შეასრულეს.
ბავშვებმა გაკვეთილზე კომპიუტერის ნაწილების, მათი მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს და საინტერესო თემატური ნამუშევრები შექმნეს.
გაკვეთილზე მათ ცოდნა წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
აქტივობაში მეხუთეკლასელები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტო: