ბათუმის N30 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი ჩატარდა
17-11-2023

ბათუმის N30 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ინტელექტუალურ და შემეცნებით შეჯიბრში წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის და ქართული ენისა და ლიტერატურის კლუბის ხელმძღვანელობით, ინტელექტუალური თამაში „ტვინების ბრძოლა“ ჩატარდა.

თამაშში ჩართული იყვნენ VI-XII კლასის მოსწავლეები, რომლებმაც ანალიტიკური და სხარტი აზროვნება წარმოაჩინეს.

ბავშვებმა აქტივობით ცოდნა გაიღრმავეს და გამოცდილება მიიღეს.

ეს დღე საინტერესო და ინფორმაციული იყო მოსწავლეთათვის.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებას და საჭირო უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203