
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დოშაყეს საჯარო სკოლის მოსწავლეები - დათო ნაჭყებია (IX კლასი), რევაზი ფოცხორაია (VIII კლასი) და მარი თოდუა (VIII კლასი) და თამარ ახალაია (VIII კლასი) საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებმა დისტანციური კონკურსის პირველი ეტაპი წარმატებით გადალახეს და მეორე ეტაპში ოქროს სიგელები დაიმსახურეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის შემოდგომის პერიოდის კონკურსები გრძელდება. პროექტი ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 16 ნოემბერს ჩატარდა. კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც დღეს ერთმანეთს მეორე ეტაპზე „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
იხილეთ ფოტოები: