ახალციხის N7 საჯარო სკოლაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა სწავლება გამართეს
17-11-2023
ახალციხის N7 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი, საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, სკოლაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებს უმასპინძლეს. 

მათ უსაფრთხოების საკითხებზე თეორიული დ პრაქტიკული სწავლება გამართეს. სტუმრებმა სასკოლო საზოგადოებას გააცნეს ინფორმაცია, როგორ უნდა იმოქმედონ ხანძრის დროს. მოსწავლეებმა კითხვები დასვეს, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

სწავლებამ დიდი წარმატებით ჩაიარა, მის მიმდინარეობაში ყველა ინტერესით ჩაერთო, შედეგად კი მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიტყვეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203