საბუეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფეხბურთში, მუნიციპალურ შეჯიბრზე პირველი ადგილი დაიკავეს
17-11-2023
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში არა მხოლოდ მოსწავლეთა განათლებაზე, არამედ მათი ჯანსაღი ცხოვრებითა და სპორტით დაინტერესებაზე ზრუნავენ.
ამის ნათელი დასტურია ისიც, რომ მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში მონდომებით ერთვებიან. სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის შეჯიბრი ფეხბურთში ჩატარდა. მასში საბუეს საჯარო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.
მათ შესაძლებლობები წარმოაჩინეს, ღირსეულად იასპარეზეს და პირველი ადგილი დაიკავეს. სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„ვულოცავთ, მათ ამ წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ მრავალი პირველობის თასის მოპოვებას“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს