„მე ტოლერანტი ვარ, გახდი შენც!“- მესხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა აქცია-კამპანია
17-11-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს აძლევენ არა მხოლოდ საგნობრივ განათლებას, არამედ მათ შემწყნარებლობას ასწავლიან და ღირსეულ მოქალაქეებად ზრდიან.
16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სკოლის მოსწავლეთა თვითმართველობის ინიციატივით, გაიმართა აქცია-კამპანია, დევიზით - „მე ტოლერანტი ვარ, შენც გახდი ტოლერანტი!“. აქციის მიზანი იყო მოზარდებში ტოლერანტული დამოკიდებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, განსხვავებული აზრისა და კულტურის მიმღებლობა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებმა წარმოდგენილი ინფორმაციებით და აქტივობებით დაამტკიცეს, რომ თავისუფლება მრავალფეროვნებაშია.
გაეროს გადაწყვეტილებით, ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 16 ნოემბერს აღინიშნება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს