ოთის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღნიშნეს
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული.
ამჯერად, IV კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის ხათუნა ფოფხაძის ხელმძღვანელობით, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო საკლასო აქტივობა - „მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა რომ მოგექცნენ შენ“ განახორციელეს.
მის მიმდინარეობაში მოსწავლეები უდიდესი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ თემატურ ანიმაციურ ფილმს უყურეს, აზრი დააფიქსირეს და საინფორმაციო პლაკატი შექმნეს.
იხილეთ ფოტოები: