„იაკობ გოგებაშვილი“- ყვარლის N2 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო პროექტი საინტერესო გაკვეთილით დაგვირგვინდა 
17-11-2023
ყვარლის N2 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები აქტიურად აღინიშნება. 

ბუნებრივია, რომ სკოლაში აქტივობები იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღესაც მიეძღვნა. გაიმართა პროექტი - „იაკობ გოგებაშვილი“, რომლის მიმდინარეობაშიც II, III, IV კლასების მოსწვლეები ჩაერთნენ. 

აღნიშნულ პროექტს შემდეგი მიზნები ჰქონდა: 

1. იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიის, შემოქმედების უკეთ გაცნობა;
2. თვალსაწიერის გაფართოება;
3. მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება;
4. შემოქმედებითობისა და პრაქტიკული უნარ–ჩვევების განვითარება;
5. სოციალური უნარების განვითარება. 

გაიმართა პროექტის დასკვნითი გაკვეთილი, მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და თემატური ნამუშევრები მოამზადეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203