მუხურჩის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ეტალონის“ ოქროს სიგელები დაიმსახურეს 
20-11-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

მოსწავლეები - ნინო ესვანჯია (VIII კლასი), გიორგი რუსია (VIII კლასი), თათია მაისაია (IX კლასი) და ანანო ფოჩხუა (IX კლასი) კონკურსში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, მათ პირველი ეტაპი წარმატებით გადალახეს და „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ ოქროს სიგელები დაიმსახურეს.

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონი“, ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203