ბროლოსნის საჯარო სკოლის მოსწავლე დიანა გოგოლაძემ ძიუდოში, გიორგი ველიჯანაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირში პირველი ადგილი დაიკავა
17-11-2023

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროლოსნის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე დიანა გოგოლაძემ კიდევ ერთი წარმატება მოიპოვა. 

ამჯერად, დიანამ ძიუდოში, გიორგი ველიჯანაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირში იასპარეზა, სადაც სადაც 16 წლამდე გოგოებს შორის, პირველი ადგილი მოიპოვა. 

აღსანიშნავია, რომ ეს დიანას მე-5 ოქროს მედალია, მისი წარმატებით სკოლაში ამაყობენ და მას წინსვლას უსურვებენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დიანას მწვრთნელი, დიმიტრი არის ბროლოსნის სკოლის კურსდამთავრებული, რომელიც ასევე წარმატებული სპორტსმენია და მრავალი წარმატებული სპორტსმენის აღმზრდელია. 

აღსანიშნავია, რომ მწვრთნელი 3 ნოემბერს ქალაქ აბუ- დაბიში გამართულ ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203