ინგლისურ ენაზე შესრულებული როლური თამაშები და კრეატიული მოსწავლეები - საინტერესო გაკვეთილი ბათუმის N20 საჯარო სკოლაში
17-11-2023

ბათუმის N20 საჯარო სკოლის პედაგოგები მუდმივად ცდილობენ მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული საგაკვეთილო პროცესი წარმართონ და მათთვის შედეგზე ორიენტირებული გარემო შექმნან. 

სწორედ ამის დასტურია, ინგლისური ენის მასწავლებლის - ნინო გუჩმანიძის საინტერესო გაკვეთილი, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით მონაწილეობდნენ. 

დეტექტივი ჯონ კლარკი, ამინდის პროგნოზი სხვადასხვა ქვეყნებში, გაბრაზებული ალექსანდრე (ფეხბურთის მატჩის მოლოდინში) - როლური თამაშები, რომლებიც მოსწავლეებმა სამსახიობო ოსტატობით შეასრულეს და მასწავლებლის დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. 

„ჩემი უნიჭიერესი ბავშვები! რა უნდა შესთავაზო, არ შეასრულონ?“ - ასე აფასებს პედაგოგი შემოქმედებითი უნარებით დაჯილდოვებულ მოსწავლეებს. 

სკოლაში პედაგოგისა და მოსწავლეების აქტიურობით ამაყობენ და მათ წინსვლას უსურვებენ. 

„მოტივირებული მასწავლებლის წარმატებული გაკვეთილი. მადლობა, ინგლისური ენის მასწავლებელს, ნინო გუჩმანიძეს და მის მოსწავლეებს“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეოები: 

 




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203