„ვარსკვლავთცვენა დაიწყო“ - ბათუმის N20 სკოლის მოსწავლეებმა საჭადრაკო ფესტივალში წარმატება მოიპოვეს 
17-11-2023

ბათუმის N20 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასკოლო საჭადრაკო ფესტივალს შეუერთდნენ და წარმატებითაც იასპარეზეს. 

მოსწავლეები, ბათუმის საჭადრაკო კლუბ „ნონას“ ორგანიზებულ პროექტში - სასკოლო საჭადრაკო ფესტივალში, ​სპორტის მასწავლებლის - ლევან გოთუას ხელმძღვანელობით მონაწილეობდნენ. 

აღსანიშნავია, რომ პროექტის მიზანია მოსწავლეებში მასობრივი სპორტის განვითარება, პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ცნობადობის ამაღლება, სასკოლო აქტივობის გაძლიერება და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობდნენ ქართული და უკრაინული სექტორის მოსწავლეები.

11 და 12 ნოემბერს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში, გაიმართება სასკოლო საჭადრაკო ფესტივალის მეორე და მესამე დასკვნითი ეტაპების ფინალები - პირადი და გუნდური პირველობები.

პირად პირველობაში II ადგილზე გავიდა რატი დიასამიძე, გუნდურ პირველობაში III ადგილი დაიკავეს - რატი დიასამიძემ, დანიილ ფალალეევმა და ტომილა პანფილოვმა. 

გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ მედლებით და დიპლომებით.

სკოლაში, მოსწავლეებსა და ხელმძღვანელს მადლობას უხდიან აქტიურობისთვის, ულოცავენ მიღწეულ შედეგებს და წინსვლას უსურვებენ. 

„გილოცავთ! „ვარსკვლავთცვენა დაიწყო“. მადლობა, აღნიშნულ მოსწავლეებს და სპორტის მასწავლებელს ლევან გოთუას სასკოლო საჭადრაკო ფესტივაში აქტიური მონაწილეობისათვის და სკოლის წარმატებაში შეტანილი წვლილისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203