დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლის 11 მოსწავლე „ეტალონმა“ დააჯილდოვა
17-11-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

დისტანციური კონკურსის პირველი ეტაპის მონაწილეებს - ელენე ქაჯაიას (X კლასი), თეკლე ფარულავას (XI კლასი), სალომე მაქაცარიას (XI კლასი), მათე სხულუხიას (X კლასი), ქრისტინე ქადაგიშვილს (IX კლასი), აკაკი თოდუას (IX კლასი), ლუკა ჩარგაზიას (IX კლასი), ლუკა ცაავას (IX კლასი), გიორგი თოდუას (VIII კლასი), ლიზი დამენიას (VIII კლასი) და მარიამ ნაჭყებიას (VIII კლასი) „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები მიენიჭათ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის შემოდგომის პერიოდის კონკურსები გრძელდება. პროექტი ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 16 ნოემბერს ჩატარდა. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც დღეს ერთმანეთს მეორე ეტაპზე „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის ეჯიბრებიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203