„მე - ქართველი ტოლერანტი ვარ!“ - საინტერესო პროექტი კოდის საჯარო სკოლაში
17-11-2023

ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლაში, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს საინფორმაციო კვირეული მიეძღვნა. 

კვირეული -„მე - ქართველი ტოლერანტი ვარ!“, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო კლუბის წევრებმა, სკოლის თვითმმართველობასთან ერთად, ცნობიერების ამაღლების მიზნით მოაწყვეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კვირეულის ფარგლებში სამოქალაქო კლუბის წევრებმა განახორციელეს შემდეგი აქტივობები:

  • აღნიშნულ თემაზე შექმნეს ნახატები და განათავსეს სკოლის ფოიეში;
  • წარმოადგინეს ესეები და პრეზენტაციები თემაზე - „მე ქართველი ტოლერანტი ვარ!“;
  • სააქტო დარბაზში უყურეს ფილმს - „ნიგერიელი გოგონა თბილისში“, გამართეს დისკუსია და იმსჯელეს, რომ ტოლერანტობას ნამდვილად შეუძლია სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს;
  • შექმნეს ვიდეოკოლაჟი

მოსწავლეებმა აღნიშნეს, ამ დღის მიზანი რატოლერანტული ქცევისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. 

აღსანიშნავია, რომ კვირეულის ფასილიტატორი - ანა პაპაშვილი გახლდათ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203