წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქალაქის ბიბლიოთეკას სტუმრობდნენ
17-11-2023

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის საიუბილეო თვესთან დაკავშირებით ქალაქის ბიბლიოთეკაში იმყოფებოდნენ.

მე-9 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლისა და ქართული ენის მასწავლებლის - სალომე ქობალიას ხელმძღვანელობით, ბიბლიოთეკაში საინტერესო აქტივობები მოაწყვეს.

მათ, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ერთმანეთს დაუკავშირეს ილია ჭავჭავაძის საიუბილეო თარიღი, ტოლერანტობის დღე და ბიბლიოთეკაში სტუმრობა.

„იდეას რამდენიმე დღეში „შეასხეს ფრთები“, კიდევ უფრო ღრმად გაეცნენ ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიას, დაინაწილეს თემები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ბავშვებბმა შექმნეს PowerPoint-ის დახმარებით პრეზენტაციები: „ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფია“ , „ილია-პოეტი და მწერალი“, „ილია, როგორც საზოგადო მოღვაწე“, „ილია ჭავჭავაძე-პუბლიცისტი“,  „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და ილიას როლი“, და „უცნობი ფაქტები ილიას შესახებ“.

ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით, კი ბიბლიოთეკის თანამშრომლებს აყურებინეს ვიდეორგოლი  - „ვაჟა და ილია, როგორც ტოლერანტი პიროვნებები“.

ბოლოს კი მათ აჩვენეს დოკუმენტური ფილმი ილიას მკვლელობის დღეზე, რომლის შესახებაც დისკუსია მოეწყო.

აღნიშნული აქტივობით კმაყოფილნი დარჩნენ ბიბლიოთეკის თანამშრომლები და მოსწავლეები.

ეს დღე საინტერესო, დასამახსოვრებელი და ინფორმაციული იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

შეგახსენებთ, რომ ილია ჭავჭავაძე 1837 წლის 8 ნოემბერს, ყვარელში დაიბადა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203