„ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“ - საინტერესო პრეზენტაცია სამთაწყაროს საჯარო სკოლაში
17-11-2023

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში, პროექტებით სწავლებასა და მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო პროცესის წარმართვას დიდი ყურადღება ეთმობა. 

ამჯერად, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - თამილა ნადირაშვილის ხელმძღვანელობით, IX კლასის მოსწავლეებთან ერთად მოეწყო პროექტის - „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“, პრეზენტაცია.

მიზანი გახლავთ, მოსწავლეებში შემოქმედებითი, კვლევა-ძიებითი და ანალიტიკური უნარების განვითარების ხელშეწყობა, მედიაწიგნიერების და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური უნარების განვითარება.

მოსწავლეებმა პრეზენტაციისას წარმოაჩინეს დავით აღმაშენებლის ღვაწლი. მოაწყვეს საინტერესო პერფორმანსი, მიმოიხილეს ანა კალანდაძის ლექსი - „ფეხი დამადგით“, არსენ იყალთოელის ეპიტაფია, „გალობანი სინანულისანი“, ანდერძი და მისწერეს წერილები მეფე დავითს...

სკოლის დირექცია წარმატებას უსურვებს და მადლობას უხდის ასეთი საინტერესო და შემოქმედებითი პროექტის ორგანიზებისათვის მოსწავლეებს და მასწავლებელს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203