„შემოდგომა რაჭაში“ - მრავალფეროვანი ღონისძიება წესის საჯარო სკოლაში
17-11-2023

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვე და მრავალფეროვნება ღონისძიებაზე წარმოადგინეს. 

15 ნოემბერს, სკოლაში ჩატარდა საშემოდგომო ღონისძიება სახელწოდებით - „შემოდგომა რაჭაში“.

ღონისძიება მოამზადეს მუსიკის მასწვლებელმა ირინე მუსერიძემ და დაწყებითი კლასის პედაგოგმა - ნათელა ნატმელაძემ.

ღონისძიებაზე ასევე  მოეწყო ნახატების გამოფენა - „შემოდგომა“, ხელოვნების მასწავლებლის ინგა მელაშვილის ხელმძღვანელობით.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები. ღონისძიების ბოლოს საზეიმო განწყობით ჩურჩხელები ამოავლეს.

აღსანიშნავია, რომ წესის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით როგორც შემეცნებით-საგანმანათლებლო, ისე საზეიმო ღონისძიებებს აქტიურად სთავაზობენ. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203