„ჩვენ ტოლერანტები ვართ!“  - დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აქცია მოაწყვეს
17-11-2023

დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლაში, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას უმნიშვნელოვანესი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამიტომ, სკოლა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კვირეულს აქტიურად შეუერთდა.

მოსწავლეებმა, მასწავლებელ ბაია ჯაჭვლიანის ხელმძღვანელობით, ამ დღესთან დაკავშირებით თემატური პოსტერები შექმნეს, ნახეს ფილმი და მინი აქცია - „ჩვენ ტოლერანტები ვართ“ მოაწყვეს.

ბავშვებმა ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ასევე აღნიშნეს, რომ ყველა ადამიანი თანასწორუფლებიანია.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

„ტერმინი ტოლერანტობა აღნიშნავს განსხვავებულ მსოფლაღქმას, ცხოვრების წესის, ქცევისა და ჩვეულებების მიღებას. ტოლერანტობა მოიცავს ადამიანის თავისუფალი არჩევანის ზოგადი უფლებების პატივისცემას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 16 ნოემბერს 1995 წლიდან UNESCO-ს ინიციატივით აღინიშნება და მისი მიზანი არატოლერანტობისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203