
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან გაკვეთილებსა და პროექტებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე გამართეს პრეზენტაცია თემაზე - არჩილ სულაკაურის - „ბიჭი და ძაღლი“.
ბავშვები ჯგუფებად დაიყვნენ და ისაუბრეს მოთხრობაში წამოჭრილი პრობლემების შესახებ. მათ გამოჰყვეს საკითხები, დაამზადეს პლაკატები, ბუკლეტები და ცოდნა, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
გაკვეთილზე, თითოეულმა ჯგუფმა წარადგინა შემუშავებული საკითხები, მათი დამზადებული ვიზუალური რესურსები.
I ჯგუფმა შექმნა ლექსიკონი და კომიქსი, II ჯგუფის წევრებმა გეგმა შეადგინეს, III ჯგუფს - პერსონაჟის რუკის შექმნა დაევალა, IV ჯგუფმა ისაუბრა თემაზე - „არა ძალადობას!“ V ჯგუფმა კი თემაზე - „არა ბულინგს!“ საინტერესო ნამუშევარი წარადგინა.
აქტივობაში ბავშვები დიდი მონდომებითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
გაკვეთილმა საინტერესოდ ჩაიარა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები: