თბილისის N60 სკოლის ბიოლოგიის კლუბის - „ბუნების კარი“ წევრებმა საინტერესო გამოფენა მოაწყვეს
17-11-2023

თბილისის N60 საჯარო სკოლაში ბიოლოგიის კლუბი „ბუნების კარი“ აქტიურად ფუნქციონირებს, რომლის წევრები სხვადასხვა საინტერესო აქტივობას ატარებენ.

ამჯერად, სკოლაში, საბუნებისმეტყველო საგნების კვირეულის ფარგლებში, ბიოლოგიის კლუბის წევრების ინიციატივით, გამოფენა მოეწყო.

გამოფენაზე მათ მცენარეული და ცხოველური უჯრედების, მიკროორგანიზმების, ნერვული სისტემის სტრუქტურების მოდელები და თვალსაჩინოება წარადგინეს.

აქტივობაში მონაწილე მოსწავლეებმა ცოდნა და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

გამოფენას ბიოლოგიის პედაგოგები: თამარ მოსეშვილი, ნინო კავკასიძე ხელმძღვანელობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს ცოდნის წარმოჩენაში ეხმარება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203