ბათუმის N8 სკოლის მეორეკლასელები წიგნის კვირეულის ფარგლებში, ბიბლიოთეკას ესტუმრნენ
17-11-2023

ბათუმის N8 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ წიგნის კითხვის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე აჩვევენ.

ამჯერად, მე-2 კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ ირმა დევაძის ხელმძღვანელობით, წიგნის კვირეულის ფარგლებში, სკოლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ.

ისინი სხვადასხვა მწერლის ნაწარმოებებს გაეცნენ, წაიკითხეს, ცოდნა აიმაღლეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

ეს დღე მოსწავლეთათვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესს მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203