
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლის ეკოკლუბი აქტიურად აგრძელებს გარემოსდაცვითი აქტივობების ჩატარებასა და ზრუნავს, მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე.
ამჯერად, ეკოკლუბის წევრებმა გასვლითი ღონისძიება მოაწყვეს და სოფელ გურკელთან მდებარე გოგირდოვან წყლების მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვით აქტივობაში, მოსწავლეები დიდი მონდომებითა და შემართებით ჩაერთნენ და ტერიტორია საგულდაგულოდ დაასუფთავეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაგეგმილი აქტივობა ნაყოფიერი იყო როგორც, კლუბის წევრებისთვის, ასევე იმ მოსახლეობისთვის, ვინც გოგირდის წყლებით სარგებლობს.
იხილეთ ფოტოები: