ორლოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტოლერანტობის დღეს საინტერესო და ინფორმაციული პრეზენტაცია მიუძღვნეს
17-11-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის X კლასის მოსწავლეებმა, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო პრეზენტაცია მოაწყვეს.

პრეზენტაცია - „ტოლერანტობა“, ვარტანუშ სეირანიანის ხელმძღვანელობით გაიმართა. შეხვედრაზე, მოსწავლეებმა ისაუბრეს:

  • რა არის ტოლერანტობა?
  • რატომ უნდა ვიყოთ ტოლერანტები?
  • საერთოდ როგორი უნდა იყოს ტოლერანტი ადამიანი?

მოსწავლეებმა ამ დღის დაარსებაზე ისაუბრეს, მისი მნიშვნელობა განიხილეს და აღნიშნეს, რომ 20 წელზე მეტია გაეროს გადაწყვეტილებით ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 16 ნოემბერს აღინიშნება.

„ტოლერანტობა არის ადამიანის აქტიური პოზიცია, სხვებზე ზრუნვა. ეს არის როგორც საკუთარი, ასევე სხვათა ღირსების დანახვა და პატივისცემა და ყველამ უნდა გაიაზროს ეს სიტყვები: მოიქეცი სხვას ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ შენ. ტოლერანტობა შენგან გასხვავებული ადამიანის პატივისცემა და მისი თანასწორად აღქმაა. 

ტოლერანტობა არის ის, რომ არ გააკრიტიკო ან მტრულად არ იყო განწყობილი იმისადმი, რაც განსხვავებულია, უცნაური ან შენთვის უცნობი. ვიყოთ ტოლერანტი კაცობრიობისა და სამშობლოს  კეთილდღეობისათვის. პრეზენტაცია ძალიან საინტერესოდ ჩატარდა. აქტივობაში ყველა დიდი მონდომებით და პასუხისმგებლობით ჩაერთო, მოსწავლეებმა ცოდნა წარმატებით გამოავლინეს და აზრი დააფიქსორეს“, - ამ სიტყვებით კი, დაასრულეს ღონისძიება და ერთმანეთს მეტი ტოლერანტობისკენ მოუწოდეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203