მუხრანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გრეპლინგის ტურნირში წარმატებით იასპარეზეს
17-11-2023

ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სპორტულ ტურნირში - გრეპლინგში, წარმატებით მონაწილეობდნენ. 

გრეპლინგში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის - ზურაბ ბეკოშვილის სახელობის ტურნირი რუსთავში გამართა. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა, სხვადასხვა წონით კატეგორიაში წარმატებას მიაღწიეს. საპრიზო ადგილები დაიმსახურეს: 

  • იოსებ კვიჟინნაძემ - I ადგილი;
  • საბა დარბუაშვილმა - II ადგილი;
  • ზურაბ ბუდიბაშვილმა - III ადგილი. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ულოცავენ მათ მიღწეულ წარმატებას და უსურვებენ კვლავაც, ბევრჯერ ასახელონ გუნდი და სკოლა.

აღსანიშნავია, რომ ტურნირში გამარჯვებული სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრებიან.

გრეპლინგი ბრაზილიური სპორტული ორთაბრძოლის სახეობაა, რომელიც აერთიანებს ჭიდაობის სხვადასხვა სახეობას. საქართველოში აღნიშნული სპორტის სახეობა 2015 წელს დაფუძნდა და მალევე პოპულარული და წარმატებული გახდა. მისი დაფუძნების მთავარ მიზანს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და პოპულარიზაცია წარმოადგენს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203