
ზვიად დავითაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაღელეს საჯარო სკოლაში, საშემოდგომო განწყობა სუფევს.
VI კლასის მოსწავლეებმა, საკლასო ოთახი მრავალფეროვანი დეკორაციებით მორთეს და კლასის ერთი კუთხე შემოდგომის ნუგბარით გაამრავალფეროვნეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების ხელმძღვანელია, მათემატიკის მასწავლებელი - ლალი კირჩხელი.
გახარებული ბავშვები და ოქროსფრად მორთული საკლასო ოთახი - ასეთია შემოდგომა შუაღელეს საჯარო სკოლის VI კლასში.
იხილეთ ფოტოები: