
ზვიად დავითაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაღელეს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
„ანბანის შებრძანებას“ სკოლაში, ღია გაკვეთილი „მოგზაურობა ჯადოსნურ სამყაროში“ მიეძღვნა, სადაც პირველკლასელებმა სხვადასხვა საინტერესო, სახალისო აქტივობები შეასრულეს.
„ცოდნის სკივრიდან“ „აი ია“ ამობრძანდა და პატარებს ჯადოსნურ სამყაროში სამოგზაუროდ მასწავლებელ მაია ქათამაძესთან ერთად კარი გაუღო“, - გვიყვებიან სკოლაში.
ბავშვები დიდი ინტერესითა და ყურადღებით აკვირდებოდნენ პირველ ასო-ბგერებს, რომელთა მოხაზვასაც თავადაც დიდი მონდომებით ცდილობდნენ.
„გაკვეთილზე ამაღლებული განწყობით, პატარების აციმციმებული თვალებით, უჩვეულო ხალისით გაკვეთილზე საზეიმო განწყობა შეიქმნა“, - გვიყვებიან სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და სასწავლო პროცესში მათი ჩართულობის გაზრდას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: