ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნა
17-11-2023

ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო და ინფორმაციული აქტივობები გაიმართა. 

სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, ჩატარებული აქტივობები, კერძოდ: „თანასწორი ურთიერთობები“, „ჩვენ ვსწავლობთ, ვიყოთ ტოლერანტულნი“, მეტად პროდუქტიული აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. 

აქტივობების ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ტოლერანტობის არსსა და მნიშვნელობაზე, ასევე, თვითონვე შექმნეს პოსტერები და ნახატები, რომლებიც გამოფინეს სკოლის სივრცეში, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით. 

შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა. იგი გამოცხადდა იუნესკოს მიერ 1995 წელს, ორგანიზაციის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203