
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლას, არაერთი წარმატებული მოსწავლე ჰყავს, მათ შორის არის მეთერთმეტეკლასელი მირანდა ჩუტკერაშვილი.
აღსანიშნავია, რომ მირანდა საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრია და აქტიურად ერთვება სხვადსხვა სპორტულ ჩემპიონატში.
ამჯერად, მოსწავლემ დიდი წარმატებით იასპარეზა - საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატ 2023-ში, სადაც დაძაბული კონკურენციის შემდეგ, საპრიზო ადგილი დაიკავა.
სკოლა ამაყობს მირანდას წარმატებით და მას წინსვლას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: