
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კულიკამის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მშობლიური ანბანის სწავლა დიდი შემართებით დაიწყეს.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმითა და შემართებით ჩაერთნენ.
გაკვეთილზე, ბავშვები პირველ ასო-ბგერებს ყურადღებით აკვირდებოდნენ და მათ მოხაზვას თავადაც ცდილობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა განწყობა ლამაზად და სადღესასწაულოდ მორთულმა საკლასო ოთახმა კიდევ უფრო აამაღლა.
ეს დღე საინტერესო და ნაყოფიერი იყო თითოეული პირველკლასელისთვის.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები: