ზუგდიდის N5 სკოლაში 24 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების STEAM მასწავლებლებისთვის ვორქშოპი ჩატარდა
17-11-2023

ზუგდიდის N5 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლე-მასწავლებლები სხვადასხვა საერთაშორისო პროექტსა თუ აქტივობაში მონდომებით მონაწილეობენ.

სკოლამ, 16-17 ნოემბერს, მსოფლიო ბანკის (IBRD) დაფინანსებული და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განხორციელებული პროექტის - „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q (IBRD)“ ზოგადი განათლების კომპონენტის ფარგლებში, დაგეგმილ აქტივობებს საერთაშორისო კონსორციუმის (IBF International Consulting S.A) ხელძღვანელობით, უმასპინძლა.

ამასთან დაკავშირებით, სკოლაში ჩატარდა ვორქშოპი, სადაც მიწვეულნი იყვნენ იმერეთის, გურიის, რაჭის და სამეგრელო ზემო-სვანეთის 24 საჯარო სკოლის წარმომადგენლები, S.T.E.A.M (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, ხელოვნება და მათემატიკა) მასწავლებლები. 

აღნიშნულ აქტივობების ფარგლებში, პედაგოგებმა საჭირო ცოდნა და გამოცდილება მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლის პედაგოგები მსგავს პროექტებსა და აქტივობებში აქტიურად ერთვებიან და საჭირო ცოდნას იძენენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203