„მიიწურა შემოდგომა“ - მრავალფეროვანი ღონისძიება ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში
17-11-2023
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვე და მრავალფერვნება ღონისძიებაზე წარმაოდგინეს.
სკოლაში, დაწყებითი განათლების კათედრაზე გაიმართა ღონისძიება - „მიიწურა შემოდგომა“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მე-3 და მე-4 კლასელებმა (პედაგოგები: ნანული არაბიძე და ელისო ჩუბინიძე) მხიარულად და გემრიელად გააცილეს ბარაქიანი შემოდგომა.
საკლასო ოთახში შემოდგომის რეალური სურათი შეიქმნა და სურნელიც სასიამოვნო დატრიალდა - ბავშვებმა კალათები სხვადასხვა ხილით, ჩურჩხელებითა და ტკბილი კვერებით აავსეს.
მოსწავლეებმა შემოდგომას მიუძღვნეს ლექსები, სიმღერები, თეატრალური სკეჩები და ცეკვები.
ღონისძიებით კმაყოფილი დარჩნენ, როგორც მონაწილეები ისე დამსწრე საზოგადოება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს